პოპულარულ მეორეული სამოსის მაღაზიათა ქსელ "მეგაჰენდს" საქართველო ხელგაშლილი ხვდება!
მეგაჰენდი, ტანსაცმლისა და აქსესუარების წამყვანი მაღაზიათა ქსელი, მოხარულია გაცნობოთ,კომპანიის გაფართოების შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე. ამ სიახლემ ადგილობრივი მოდის მოყვარულები გაახარა და ახალა ისინი მოუთმენლად ელოდებიან მაღაზიის გახსნას,რათა ჩაეფლონ უნიკალური აღმოჩენების სამყაროში.
"მეგაჰენდის" ფილიალები მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას შეიძინონ მაღალი ხარისხის სამოსი მიმზიდველ ფასებში. კომპანია სთავაზობს მოდური ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების და სხვა პროდუქციის ფართო არჩევანს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან. "მეგაჰენდში" თითოეული ნივთი საგულდაგულოდ არის შერჩეული და შემოწმებული ხარისხზე, რაც ყველაზე მომთხოვნი მომხმარებლების დაკმაყოფილების გარანტიაა.
საქართველოში მეგაჰენდის ფილიალების გახსნა ახალ ეპოქას აყალიბებს ადგილობრივი შოპჰოლიკებისთვის და მდგრადი მოდის დამცველებისთვის. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ მოდის ტენდენციების ფართო სპექტრით ზედმეტი თანხების გადახდის გარეშე და ამავდროულად მიიღონ აქტიური მონაწილეობა პლანეტის მდგრად განვითარებაში. მეორეული ტანსაცმლისა და აქსესუარების შეძენა ხელს უწყობს პლანეტის რესურსების მოხმარების შემცირებას და მოდის ინდუსტრიის ნარჩენების პრობლემის აღმოფხვრას.
მეგაჰენდის მენეჯმენტი მადლობას უხდის ქართველ საზოგადოებას თბილი დახვედრისთვის და ჰპირდება ხარისხიან მომსახურებას და უნიკალურ პროდუქციას კონკურენტულ ფასებში.