ევროპული ქუჩის მოდა - ეს არ არის მხოლოდ ჩაცმის სტილი, არამედ მთელი ფილოსოფია, რომელიც ასახავს მათ ცხოვრების წესს, კულტურულ თავისებურებებს და რა თქმა უნდა კლიმატურ პირობებს. ეს სტილი ხასიათდება კომფორტის, ელეგანტურობისა და ინდივიდუალობის შერწყმით. განსხვავებით მასობრივი ტენდენციებისგან, რომლებიც სწრაფად ცვლიან ერთმანეთს, ევროპული ქუჩის სტილი ორგანულად ვითარდება და ადაპტირდება ადგილობრივი მაცხოვრებლების ჩვევებთან.
ევროპული ქუჩის მოდის ძირითადი პრინციპები
- შეგნებული მოხმარება და ვინტაჟი - ევროპელებს ძალიან უყვართ მეორად მაღაზიებში უნიკალური ნივთების აღმოჩენა და მათი შერწყმა თანამედროვე ტანსაცმელთან.
- ხარისხი რაოდენობაზე მეტია - ჯობს შეიძინოთ ერთი კარგი ხარისხის ჩექმა, ვიდრე სამი იაფფასიანი, რომელიც ზედმეტად სწრაფად გაცვდება.
- დაიჭირეთ ბალანსი კომფორტსა და სტილს შორის - ევროპაში ვერ შეხვდებით ულტრამაღალ ქუსლებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან აქ კომფორტი პრიორიტეტია. სამაგიეროდ ნახავთ ჩაცმულობასთან შესანიშნავად შეხამებულ კედებს ან ჩექმას.
- ინდივიდუალობა და ტანსაცმლის ფენები - ევროპული ქუჩის სტილი ეს არის თამამი კომბინაციები და ტექსტურებით თამაში.
როგორ იცვლება ქუჩის მოდა ევროპის ქალაქებში?
პარიზი - ელეგანტურობა
ფრანგული ქუჩის მოდა ცნობილია თავისი გააზრებული სტილით. ძირითადი წესები:
- მაღალი ხარისხის ტანსაცმელი. სწორი ჭრის პალტო, ქაშმირის სვიტერი, იდეალური ჯინსი.
- ლოგოები მინიმალური რაოდენობით - პარიზში მთავარი დახვეწილობაა.
- კლასიკური სტილი: იდეალურად მორგებული კლასიკური სტილი პარიზის სავიზიტო ბარათია.
რა ჩავიცვათ, რომ ნამდვილ პარიზელს დავემსგავსოთ?
- შალის ქურთუკი
- სწორი ჯინსი
- ლოფერები ან დაბალყელიანი ჩექმები
- მინიმალისტური აქსესუარები
ლონდონი – ეკლექტიზმი და მოდური კომბინაციები
ლონდონის ქუჩები - ადგილი თამამი ექსპერიმენტებისთვის. ლონდონში შეხვდებით ყველანაირ სტილს: punk, grunge, classic, sports chic.
რა არის დამახასიათებელი ლონდონის ქუჩის სტილისთვის?
- პრინტებისა და ფერების შერევა.
- უნიკალური აქსესუარები, ქუდები, უჩვეულო ჩანთები.
- ტყავის ქურთუკები და ჩექმები.
როგორ შევქმნათ ლონდონური სტილი?
- ტყავის ქურთუკი + ფერადი კაბა
- დიდი ზომის სვიტერი + მიდი ქვედაბოლო
- ვინტაჟური ნივთები + თანამედროვე ტენდენციები
ბერლინი - კომფორტი და სითამამე
ბერლინის მოდა - კომფორტის, მინიმალიზმისა და ალტერნატიული გადაწყვეტილებების კომბინაციაა.
ბერლინელთა სტილის მახასიათებლები:
- ძირითადი ნივთები მუქ ფერებში.
- ბრტყელი ფეხსაცმელები.
- ვინტაჟური ნივთები განსაკუთრებული ისტორიებით.
როგორ შევქმნათ ბერლინური სტილი?:
- დიდი ზომის ქურთუკი + სპორტული ფეხსაცმელი
- ფართო შარვალი + სვიტერი
- უნისექსის ტანსაცმელი + ვინტაჟური ნივთები
მილანი - ფუფუნება და სრულყოფილი ლუქები
იტალიელები გამოირჩევიან სტილის უნაკლო გრძნობით. მილანური ქუჩის სტილი - ეს არის დახვეწილობისა და ძვირადღირებული ქსოვილების შერწყმა.
რა არის დამახასიათებელი მილანისთვის:
- იდეალურად მორგებული ნივთები.
- კლასიკური სამოსი თანამედროვე ელფერით.
- ხარისხიანი აქსესუარები.
როგორ შევქმნათ მილანური სტილი:
- კლასიკური პიჯაკი + სპორტული ფეხსაცმელი
- თრენჩი + საშუალო სიგრძის ქვედაბოლო
- ძვირადღირებული ქსოვილებისგან დამზადებული ნივთები (მატყლი, ქაშმირი, აბრეშუმი)
ევროპის ქუჩის სტილის ძირითადი ტენდენციები
დიდი ზომის და თავისუფალი ტანსაცმელი
ფართო შარვალი, ფართო პალტო და მოცულობითი სვიტერები - ეს ყველაფერი კვლავ პოპულარულია. მთავარია სწორად დააბალანსოთ მოცულობა.
ვინტაჟური და თანამედროვე სამოსის კომბინაცია
80-90-იანი წლების ვინტაჟური ნივთები მარტივად ერწყმის თანამედროვე სტილს. მაგალითად, ვინტაჟური ჯინსის ქურთუკი შესანიშნავად გამოიყურება ტრენდულ ბოტასებთან ერთად.
ბუნებრივი ქსოვილები და გარემოზე ზრუნვა
ევროპაში, გადამუშავებული მასალებისგან დამზადებული ტანსაცმელი და მაღალი ხარისხის ბუნებრივი ქსოვილები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
სპორტული + ელეგანტური
კლასიკური და სპორტული ელემენტების შერწყმა ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა: ქურთუკი კაპიუშონით, კლასიკური პიჯაკისა და სპორტულები ორეულის კომბინაცია, სპორტული შარვლისა და ელეგანტური ქურთუკის კომბინაცია და სხვა.
აქცენტი ინდივიდუალურობაზე
ევროპელები არ მისდევენ ტენდენციებს, ისინი ქმნიან საკუთარ სტილს: განსხვავებული ფერებით, უჩვეულო კომბინაციებითა და აქსესუარებით.
როგორ მოვარგოთ ევროპული სტილი ჩვენს გარდერობს?
1. ინვესტიცია ხარისხიან საბაზისო ნივთებში:
- თეთრი პერანგი
- კლასიკური შარვალი
- დიდი ზომის ქურთუკი
- ტყავის ქურთუკი
- ქაშმირის სვიტერი
- კომფორტული ფეხსაცმელი
2. დაამატეთ ვინტაჟური ელემენტები
აუთლეტ სივრცეებში შეგიძლიათ იპოვოთ უნიკალური ნივთები: ვინტაჟური ჩანთები, ქამრები, სათვალეები ან თუნდაც მოდური ჯინსები.
3. ექსპერიმენტი აქსესუარებით
შარფები, სათვალეები, საყურეები და ქამრები მთავარ როლს ასრულებს ლუქის დასრულებაში.
4. კლასიკური და სპორტული სტილის კომბინაცია
სცადეთ ოფიციალური პიჯაკი სპორტულ ფეხსაცმელთან, სვიტერი საშუალო სიგრძის ქვედაბოლოსთან ან დიდი ზომის ქურთუკი ჰუდთან ერთად.
5. გამოიყენეთ ფენები
იდეალურია შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის. ქურთუკი სვიტერზე, პერანგი ჟილეტის ქვეშ, თხელი ჟაკეტი თრენჩის ქვეშ - ეს ყველაფერი თქვენს ჩაცმულობას მეტად დასამახსოვრებელს გახდის.
შეჯამება
ევროპული ქუჩის სტილი, აერთიანებს კომფორტს, ელეგანტურობას და გაძლევთ თვითგამოხატვის შესაძლებლობას. ევროპული მოდა არ ითვალისწინებს მკაცრ წესებს, მხოლოდ პრინციპებს, რომლებიც ეხმარება თითოეულ ადამიანს საკუთარი უნიკალური იმიჯის შექმნაში.
ევროპულ სტილში ელეგანტური ლუქების შექმნა არ მოითხოვს უზარმაზარ ინვესტიციებს. მთავარია, ყურადღება მიაქციოთ ნივთების ხარისხს, მოძებნოთ ვინტაჟური მაღაზიები და არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების.
ევროპულ მოდაში, ტენდენციები მეასეხარისხოვანია, აქ მთავარია საკუთარი სტილის შექმნა, რომელიც სრულყოფილად ასახავს თქვენს პიროვნებას.